среда, 26 сентября 2018 г.


პლანეტა თუ პლასტმასა

მოქნილი და ადვილადფორმირებადი-აქედან წამოვიდა ერთ დროს უცხო და უჩვეულო სახელი პლასტმასი.პოლიმერის ეერთ-ერთ სახეობა.
ყველაფერი 1869 წელს იწყება,ნიუ-იორკის საწარმოო ფირმა აწესებს 10 000$ ოდენობის ჯილდოს მისთვის,ვინც შეცვლის სპილოს ძვლის მატერიისგან შექმნილ სატრანსპორტო თუ სათავსო ნივთს.ჯილდოს მოტივაციამ შთააგონა ჯონ უიზლ ჰითი შეექმნა პირველი აბსოლიტურად განსხვავებული ფიზიკური სხეული,იმ დროისთვის არა პლასტმასი არამედ ცელულოზისგან წარმოებული საკმაოდ პრაქტიკული საშუალება ნებისმიერი თვირთის გადასაზიდად, თუ უბრალოდ რაიმის შესანახად.უიზლისთვის ცელულოზის წყაროს წარმოადგენდა ბამბის ბოჭკო. რევოლუციურ აღმოჩენას მე-19 საუკუნის ადამიანი  უყურებდა , როგორც მის ერთ-ერთ ხსნას.უპირველესი სიკეთე  „პლასტმასისა“ ნათლად  გამოჩნდა, შემცირდა სპილოსა და კუს სასაკლაოები. რადგან ერთ-ერთ საშუალებად სწორედ კუს ბაქანი მიიჩნეოდა იმ დროინდელი ჩანთებისა  თუ სხვადასხვა  პოლიმების შემცვლელი ნივთების დასამზადებლად. პლანეტაზე გაჩნდა ახალი სავაჭრო დარგი, ხალხმა დაიწყო ცელულოზის გაყიდვა და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
            დრო გადიოდა და ჰითის ბაზაზე ჩნდებოდა ახალი იდეები იმისა, თუ როგორ შექმნილიყო უკეთესი სტრუქტურა. 1907 წელს შეიძლება ითქვას მეორედ განცვიფრდა საზოგადოება პროდუქტით  უცნაური სახელით რომელსაც ეწოდა ბეკალაიტი- აი ,ახლა კი ნამდვილად შეიქმნა პოლიმერი და ცხადად ჩამოყალიბდა პლასტმასის კერძო სახეობა, რომლის შემოქმედიც ლეო ბიკილენდი გახლავთ.მან უიზლისგან განსხვავებით ნედლეულად სინთეთიკური სუბსტანცია  გამოიყენა და შექნმა მინისა და მეტალის , ცელულოიდისა თუ იმდროინდელი იზოლატორის შემცვლელი ბაკელაიტი.მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მადლიერი იყო ლეოსი , მისი ნაწარმის  ხვედრითი წილი პლანეტამ მეორე მსოფლიო  ომის დროს დაინახა., როცა ვერტმფრენში მინა, ჩაფხუტი ან თუნდაც ბაწარი შეცვალა პოლიმერმა. გაჩნდა უტოპია იმის  შესახებ რომ  შეიქმნა მომავლის უხვი , უსაფრთხო  სანიტარული საშუალება , რაც შეცვლიდა დედამიწის ყოფით ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ კარგისკენ. მართლაც  შეიცვალა მსოფლიო . პლანეტაზე გადარჩა დიდი რაოდენობით მწვანე საფარი, პოლიმერულ იზოლატორს   ვერ შეცვლის ვერც ერთი სხვა სხეული. მის გარეშე ვერ გავიგებდით მომავალი შვილის  სქესსა თუ მდგომარეობას. მისი უმნიშვნელოვანესი თვისება კი არის მდგრადობა ყინვისა თუ მსხვრეავდობის მიმართ, რასაც ვერ  ვიტყვით მინაზე. რომ არა ბეკილენდის იდეა მედიკოსებისათვის წარმოუდგენელი იქნებოდა კორონალური არტერიის სტენდირება .


პლასტმას ჩვენს თვალის ჩინადაც ჩავთლით , თუ გავითვალისწინებთ მისი ერთ-ერთი PMMA სახეობის გამოყენებას მედიცინის ოპტიკურ სფეროში.მისი დახმარებით ბროლი იცილებს ზედმეტ გამოსხივებას.

თანამედროვე ბოინგის შემადგენლობაც ხომ პოლიმერს წარმოადგენს,მისი მეშვეობით ვზოგავთ დიდი რაოდენობით საწვავს ესეც, რომ არ იყოს საგრძნობლად იკლებს თვითმფრინავის მასა.

ბოლოს და ბოლოს პლასტმასი არა მრავალჯერადი არამედ მრავალმხრივი გამოყენებისაა.
მის გარეშე ვერ ვუყურებდით ფილმებს და ზოგადად ელექტრო სისტემის პროგრესი შეჩერდებოდა.მაგრამ არ დაგვავიწყდეს მრავლის მომცველი ფრაზა-მედალს ორი მხარე აქვს.1950 წლიდან პლანეტაზე შევქმენით 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი აქედან მხოლოდ 9 % გადამუშავდა (მაგალითისთვის ამერიკა ყოველწლიურად 25 მილიონ ბოთლს შეისყიდის მოსახლეობისგან და მისგან ახალ პოლიმერს ამზადებს)12  % დაიწვა და დაგვრჩა 4,9 მილიარდი ტონა.შემაშფოთებელია სტატისტიკა,რომელზე დაყრდნობითაც ყოველ წამში მოიხმარება 160 000 პოლიეთილენის პარკი.პლასტმასის ყოველი ნაწილაკის დაშლა იწყება 700 წლის შემდეგ და მთავრდება დაწყებიდან 1000 წლის ინტერვალში.
         სამწუხაროდ,პლასტმასის წარმოების მექანიზმი იმდენად დამახინჯდა ,რომ დღეს მისთვის გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული,რომელიც ისედაც არასაკმარისია .

 ყველაზე მნიშვნელოვანი ხმელეთის მოწესრიგებაა,რომელზე გაბნეული პლასტმასი
იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს,სიმსივნეს,დიაბეტს,აუტიზმს,ყურადღების
დეფიციტის
სინდრომს.გვახსოვდეს უკონტროლოდ დაყრილმა პოლიმერმა შესაძლოა დაგვიქვეითოს IQ.ასევე დიდი ალბათობით მოქმედებს  ნეიროლოგიურ უჯრედებზე.მამაკაცებში იწვევს უნაყოფობას.
ყურადსაღებია ასევე  ზღვის დაბინძურება,ამის შედეგად ავადდება და  იღუპება უამრავი თევზი . ამ კუთხით უკვე დაწყებულია პლანეტაზე სხვადასხვა ღონისძიებები მაგალითად,როგორიცაა კამპანია CleanSea,სადაც 30 ქვეყანაა გაწევრიანებული . ესენია:გაერთიანებული სამეფო, კანადა, საფრანგეთი, ინდონეზია, ბრაზილია, ნაურუ, იტალია,კოსტარიკა, კენია და პერუ. ამერიკა,ჩინეთი,რუსეთი და იაპონია ჯერ თავს იკავებენ გარკვეული მიზეზებისდა გამო.სტატისტიკითა და გამოთვლებით მტკიცდება,რომ პლასტმასით მიყენებული ზიანი,მხოლოდ ჯანმრთელობაზე შეადგენს 340 მილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად.
     მაშასადამე,ადამიანს შეუძლია თქვას უარი ტელევიზორზე,თვითმფრინავზე , მაცივარზე თუ სხვა კომფორტის ზონის შექმნაზე . მაგრამ მგონი გაგვიჭირდება დიაბეტით,ნევროზით,დაბალი ინტელექტითა თუ უნაყოფობით ცხოვრება.ამ ყველაფრის შემდეგ კი კითხვა: პლანეტა თუ პლასტმასა -კვლავ სრულყოფილი პასუხის გარეშე რჩება.


C:\Users\com\Desktop\66474230-für-die-herstellung-von-kunststoffflaschen-und-flaschen-auf-einem-förderband-fabrik.jpg
 სად არის გამოსავალი? გამოსავალი ისევ ჩვენშია.ადამიანი უნდა დავიდეს თვითშეგნებაზე და დაიწყოს პირველ რიგში პლასტმასას  რაციონალური გამოყენება , შემდგომ კი მისი გადანუშავება.სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა 3R-ის გაერთიანება REDUCE-შემცირება , REUSE-ხელახალი გამოყენება და recycle-რეციკლირება ანუ გადამუშავება.მას მხარდაჭერა გამოუცხადა და მოახდინა ინტეგრაცია 20-მა ქვეყანამ.
მაგრამ კვლავ რჩება გარკვეული რაოდენობის პოლიმერული ნარჩენი პლანეტაზე. ამის გათვალისწინებით კი მეცნიერებმა უნდა დაიწყონ მკაფიო მუშაობა პლასტმასის არამავნე უტილიზაციის თემაზე და დააყენონ დღის წესრიგში დედამიწის გადარჩენის საკითხი!

ავტორი    თემურ თუთარავილი

Комментариев нет:

Отправить комментарий